როგორ გავაუმჯობესო მაღაზია AI-ით
AI მთელ მაღაზიას არ აწყობს და შაბლონს შენ მაგივრად არ ირჩევს — იერსახეს შენ ირჩევ „შაბლონებიდან“. AI არჩეულ შაბლონს აუმჯობესებს. მაღაზიის დიზაინერში გახსენი „Build with AI“ და დააჭირე „გააუმჯობესე ჩემი საიტი“, ან დაწერე, რა გინდა: „ტექსტები გამიუმჯობესე“, „Google-ში გამოჩენა (SEO)“, „პროდუქტების აღწერები“. AI ჯერ სწავლობს შენს მაღაზიას (ამას 20–60 წამი სჭირდება), მერე გაჩვენებს გეგმას — მაქსიმუმ 6 ცვლილებას — და თითოეულს მონიშნავს, როცა შეასრულებს: სექციების ტექსტებს, პროდუქტების აღწერებს, Google-ის სათაურსა და აღწერას, ფუტერს. ყოველი გვერდის ცვლილება მაშინვე ჩანს ეკრანზე და „Undo“ აბრუნებს. ახალი შაბლონი AI-მ მხოლოდ მაშინ გამოიყენოს, როცა მის სახელს თავად დაასახელებ. ტელეფონის აპში იგივეს AI ჩატის „საიტი“ რეჟიმში აკეთებ: AI გადახედვას გაჩვენებს და „გამოქვეყნებას“ შენ აჭერ. გახსოვდეს: AI-ცვლილებები შენი გეგმის თვიურ AI-მოთხოვნებში ითვლება.
მაინც გჭირდება დახმარება?
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.
contact@sellit.geმზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება